პოლიტიკა
2018-10-11 18:03:12
"ამოძრავებთ მხოლოდ შური, მხოლოდ რევანში, რევანშის სურვილი და მხოლოდ ღვარძლი“

„არჩევანში თქვენ ვერავინ შეგიყვანთ შეცდომაში,“- ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ წალკაში მოსახლეობას, სადაც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა.

„თუ ვინ არის ადამიანი, რომელსაც თავისი ჩამომავლობით, თავისი მთელი ცხოვრებით, ქმედებით, შედეგებით უნდა თავისი ქვეყნის განვითარება და იბრძოდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თვითონ და მისი წინაპრები, მეორე მხრივ, ადამიანები, რომელთაც ამოძრავებთ მხოლოდ შური, მხოლოდ რევანში, რევანშის სურვილი და მხოლოდ ღვარძლი,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამავე თემაზე