პოლიტიკა
2018-10-11 17:41:12
„სახელმწიფო ენა თუ არ გეცოდინებათ, თქვენი მოთხოვნები არ იქნება წარდგენილი, როგორც უნდა იყოს წარდგენილი"

წალკის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილა - „სახელმწიფო ენა თუ არ გეცოდინებათ, თქვენი მოთხოვნები არ იქნება წარდგენილი, როგორც უნდა იყოს წარდგენილი"- მიმართა მოსახლეობაზ ზურაბიშვილმა.

ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი ამომრჩეველს სპორტულ სკოლაში შეხვდა.

"თქვენი ახალგაზრდები ვერ მიაღწევენ იმ ფუნქციებს, სადაც უნდა იყვნენ და სადაც უნდა იყვნენ ამ რეგიონის წარმომადგენლები, ამიტომ ერთად ამასაც უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა საშუალება, რომ სახელმწიფო ენა იყოს სრულყოფილად დაუფლებული ყველა თქვენთაგანისგან. ეს არის ჩვენი საერთო საზრუნველი,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

ამავე თემაზე