პოლიტიკა
2018-10-11 17:29:09
ფინანსური პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამყრელიძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ამჟამად მის მოვალეობას სოსო რამიშვილი ასრულებს, რომელიც ლევან გამყრელიძის მოადგილედ მუშაობდა. 

ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის ივნისში, ფინანსთა სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის დროს დაინიშნა, მანამდე კი მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014-2015 წლებში გამყრელიძე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

 

ამავე თემაზე