პოლიტიკა
2018-10-11 15:33:38
"წინა არჩევნების დროს სპორტსმენები გამოიყენეს. იმედია, ამჯერად ასეთი იდეა არავის გაუჩნდება" - არჩევნებს ევროსაბჭო დააკვირდება

მზად არ ვართ ვიყოთ შოკირებულები. უნდა დაგვარწმუნოთ, რომ ხართ დემოკრატიული და დასავლური ქვეყანა- ამ სიტყვებით მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ლიტვის წარმომადგენელი ემანუელს ზინგერსი მათ, ვინც საქართველოში, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეა პასუხისმგებელი:

"არ უნდა იყოს გამოყენებული მანიპულაციები, ადმინისტრაციული რესურსები, განსაკუთრებით რეგიონებში. მათ თავისუფლად უნდა გამოხატონ საკუთარი ნება. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული პირადი აზრის მიხედვით. აქ ევროპაში ყველა ფიქრობს, რომ საქართველო ჩააბარებს ამ გამოცდას და დაამტკიცებს, რომ მომწიფებული დემოკრატიის მქონე ქვეყანაა. ამიტომ მივმართავთ მათ, ვინც ამ არჩევნებს ორგანიზებას უწევს - მზად არ ვართ ვიყოთ შოკირებულები. უნდა დაგვარწმუნოთ, რომ ხართ დემოკრატიული და დასავლური ქვეყანა. ნატოსა და ევროკავშირში სამომავლო წევრობისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად, რომ ყველა კანდიდატი იცავდეს კანონს და არ იქნება არავის ზეწოლის ქვეშ. ვიმედოვნებთ, რომ არ მოჰყვება პროვოკაციები რეგიონებში. მახსოვს წინა არჩევნების დროს სპორტსმენები გამოიყენეს. ამჯერად ასეთი იდეა იმედია არავის გაუჩნდება და გაითვალისწინებენ ჩვენს წინა კრიტიკულ შენიშვნებს,"-აცხადებს ზინგერსი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. დეპუტატები თბილისში არჩევნების წინ ჩამოვლენ და მონიტორინგის შემდეგ ანგარიშსაც მოამზადებენ. 

 

ამავე თემაზე