2018-10-11 14:53:38
ქართული ოცნების აქტივისტები, კოორდინატორები და ზონის უფროსები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ და ევროპულ საქართველოს უერთდებიან

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ევროპული საქართველოს ლიდერთან გიგი უგულავასთან ერთად, გურიაში, ლანჩხუთში დღეს ერთობლივი ბრიფინგიც ჩაატარეს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით: "სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ამ და უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდა სირცხვილი. ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი, რომელიც ოცნებამ გადაკვეთა, უამრავი ადამიანი ძალიან ჯანსაღად უყურებს ამ პროცესს და მათ დატოვეს ქართული ოცნება. მე მინდა მივმართო ქართული ოცნების მხარდამჭერებს ნუ გავიხდით სამომავლოდ საქმეს ისე, რომ საკუთარ სინდისთან გასამართლებელი გვქონდეს გადაწყვეტილება ეს არის ნამუსთან კომპრომისზე წასვლა, ეს არის ყველა იმ ეროვნული ინტერესის ფეხ ქვეშ გათელვა, რომლითაც საქართველო მოსულია დამოუკიდებელ ქვეყანად. მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის არა სალომე ზურაბიშვილს."

ამავე თემაზე