პოლიტიკა
2018-10-11 12:43:39
"ანაბრების ქურდი... 2012 წელს არჩევნები რუსეთის სპეცსამსახურების ინსტრუქციით ჩატარდა და ეს ფაქტი საბოლოოდ დამტკიცდა"

ახალ ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას, მესამე პრეზიდენტი ეხმაურება:

"ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი ჩემი პრეზიდენტობის დროს ლონდონში იყო გაქცეული და მაშინ ეს ფაქტი მოყავდათ ერთ-ერთ დამადასტურებელ საბუთად ჩემს მიერ ბიზნესის დატერორების.
ჩხარტიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი 2012 წლის ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის. თავის მხრივ, 2012 წელს ჩვენთან არჩევნები რუსეთის სპეცსამსახურების ინსტრუქციით ჩატარდა და ეს ფაქტი .საბოლოოდ დამტკიცდა. ივანიშვილმა დაუფასა ჩხარტიშვილს და ბიუჯეტის ხარჯზე ქართველი ერის კუთვნილი უამრავი ქონება გადასცა.ეს ყველაფერი დამთავრდება 28 ოქტომბერს" წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 

 

ამავე თემაზე