2018-10-11 12:28:31
"ეს არის იმ შავი პიარის ნაწილი" - კილაძე ახალ ჩანაწერებზე

მმართველ გუნდს „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ახალი ფარული ჩანაწერის არ სჯერა და აცხადებს, რომ აუდიომასალის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ახალი ჩანაწერების გავრცელება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ნაწილია.

 „ჩემთვის პირადად ეს ყველაფერი არის ძალიან არასერიოზული. მგონია, რომ ეს არის იმ შავი პიარის ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არის აგორებული,“- განაცხადა სოფო კილაძემ

გუშინ გავრცელებული აუდიომასალით ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.

 

ამავე თემაზე