სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-10-11 00:20:23
"ისლამური სახელმწიფო" სირიაში "ან-ნუსრას" თავს დაესხა და ქლორით სავსე 2 კასრი წაიღო
სირიაში მოწინააღმდეგე მხარეების შეთანხმების ცენტრმა და რუსულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები თავს დაესხნენ "ჯაფხატ ალ-ნუსრას" შტაბს სოფელ ელ-ლატამნაში, შეტაკებისას დაიღუპა 4 ბოევიკი და 2 "თეთრი ჩაფხუტის" წარმომადგენელ. შტაბის შენობიდან ქლორით სავსე 2 კასრი წაიღეს. კასრები ალეპოში ჩაიტანეს და ტერორისტულ ერთერთ დაჯგუფებას გადასცეს.
ამავე თემაზე