სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-10-11 00:10:19
სკრიპალებზე თავდასხმის მესამე ეჭვმიტანილის გვარი "Фонтанка"-მ დაასახელა
ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ნოვიჩოკით მოწამვლის დროს დიდ ბრიტანეთში "ალექსანდრე პეტროვთან" და "რუსლან ბაშიროვთან" ერთად მესამე პირიც იმყოფებოდა.  45 წლის რუსეთის მოქალაქის პასპორტი სერგეი ფედოტოვის სახელზეა გაცემული და სერიული ნომერი ერთი ციფრით განსხვავდება იმ მოქალაქეების დოკუმენტებისგან, ვინც საცხოვრებელ მისამართად ხოროშოვის შოსეს უთითებდა, ქუჩა სადაც ГРУ-ს შენობაა. ფედოტოვი ლონდონიდან რუსეთში ბაშიროვთან და პეტროვთან ერთად გაფრინდა, წერს გამოცემა. სკოტლანდ იარდს მის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა ჯერ არ გაუსაჯაროვებია და ამას მალე გააკეთებს.
ამავე თემაზე