2018-10-10 17:17:34
"ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან... შესაძლოა სამუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება"

სპორტის ყოფილი მინისტრი, ომეგას საქმეზე მიცემული ჩვენებაში, სადაც თი ბი სი ბანკიდან ფულის გატანაზეა საუბარი, აცხადებს, რომ ბანკში ყოფნის პერიოდში ის ოთარ ფარცხალაძეს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა. ყიფიანი ამბობს, რომ ბანკში "ომეგას" წარმომადგენლებთან ერთად ის გვიან მივიდა, რის გამოც შესაძლებელი იყო თანხის გატანაზე პრობლემა შექმნოდათ, ოთარ ფარცხალაძეს კი ყავდა ნაცნობები, რომლებიც ასეთ დროს მათ დახმარებას შეძლებდნენ. თუმცა ყიფიანი ჩვენებაში ამბობს, რომ ბანკში პრობლემა არ შექმნილა და ფარცხალაძის დახმარებააც აღარ გახდა საჭირო:

"მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ჰყოფნის პერიდოში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი ბიზნესით იყო დაკავებული და საბანკო სექტორში ყავდა ბევრი ნაცნობი მას თხოვდა, რომ დაგვმხარებოდა სს ‘თიბისი“ ბანკიდან თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლება დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან დაახლოებით 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა ბანკს სამუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება და სწორედ ამ საკითხში მინდოდა ოთარის დახმარება. ოთარ დაინტერესდა რომელ ფილიალში ვიმყოფებოდით, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული, ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამდენიმე სატელეფონო საუბარი თუმცა ბოლოს თიბისი ბანკის მხრიდან არ შეიქმნა არანაირი პრობლემა და შესაბამისად ოთარის დახმარება არ გახდა საჭირო, რის შესახებაც შევატყობინე კიდეც მას. შესაბამისად არც ოთარ ფარცხალაძე და არც სხვა რომელიმე ამ თანხის განაღდებაში არ დახმარებია." ნათქვამია ლევან ყიფიანის ჩვენებაში.

ჩვენება სრულად 

 

ამავე თემაზე