2018-10-10 16:33:19
"საუბრების ჩაწერა ბიზნეს- წილების სანაცვლოდ შემომთავაზა"- ლევან ყიფიანი

სპორტის ყოფილი მინისტრის ჩვენებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროვა, წერია, რომ ზაზა ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს საუბრის ჩაწერა და ფაბრიკაცია, ბიზნეს წილების სანაცვლოდ შესთავაზა: 

"შეხვედრისას შემომთავაზა, რომ თუ სურდა სახელფასო დავალიანების დაფარვა და უფრო მეტიც საერთო ბიზნესის სანაცვლოდ მთავაზობდა მისი სიგარეტის ბიზნენსის წილში უსასყიდლოდ შესვლას (საუბარი იყო ბიზნესის 10 პროცენტზე) მე უნდა დავხმარებოდი მას გარკვეული ჩანაწერების ფაბრიკაციაში, სქემა ასეთი იყო : ის მოამზადებდა გარკვეულ ტექსტებს ჩემი მისი დიალოგების სახით, სადაც გამოიკვეთებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული ინტერესები ომეგას ბიზნესის მიმართ, ჩვენ ამ წინასწარ გაწერილი სცენარით ვისაუბრებდით და ამ საუბრებს იგი ღიად ჩაიწერდა, მაგრამ გამოიყენებდა როგორც ვითომ ფარულ ჩანაწერს, საქმის მიხედვით ოქუაშვილი აღნიშნულ ჩანაწერებს გამოიყენებდა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას." ნათქვამია ლევან ყიფიანის ჩვენებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროვა.

ლევან ყიფიანის ჩვენება სრულად

ამავე თემაზე