2018-10-10 16:11:21
"ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი მიწუნებდა არტისტიზმს" - ყიფიანის ჩვენება

"ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა- ანუ მიწუნებდა არტისტიზმს"- ეს არის ეპიზოდი ლევან ყიფიანის ჩვენებიდან, რომელიც მან "ომეგას საქმეზე" მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისცა. სპორტის ყოფილი მინისტრის ჩვენება პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაასაჯაროვა:

"ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში. ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა- ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მზარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.

მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია" ნათქვამია ყიფიანის ჩვენებაში.

ამავე თემაზე