სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-10-10 15:44:06
მაღალი დონის კორუფცია - ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე

რამდენიმეთვიანი დებატების და ხმაურიანი განხილვების შემდეგ, საქართველოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები, ევროპელი დეპუტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციაში ჩაიწერა.

რეზოლუციაში წუხილია გამოთქმული, რომ 10 წლის შემდეგაც რუსეთი ისევ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გაარძელოს დემოკრატიული რეფორმები და ჩამოთვლილია საკითხები, რომლიც რეაგირებას საჭიროებს: მათ შორის არის მაღალი დონის კორუფცია, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, შრომის უფლებები, ეკონომიკური მიგრაცია, გენდერული თანასწორობა და ბავშვების უფლებები.

ამავე თემაზე