2018-10-10 14:00:11
"მინისტრმა გულდასმით მომისმინა და შემპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა"

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს. ეს მოთხოვნა მამუკა ნაცვლიშვილმა დღეს შს მინისტრს, შეხვედრაზე გააცნო. მოკლული გოგონას მამის აუდიენცია გიორგი გახარიასთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. მამუკა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მინისტრი მას სიტუაციაში გარკვევაში დაპირდა

„ლადო გრიგალაშვილის მამა დღესაც მუშაობს სამართალდამცავ უწყებაში. ის მუშაობს მეტროში პოლიციელად და მათ ევალებათ კონტროლი, ხომ არ აქვს მოქალაქეს უკანონო ნივთი და თუ დანა გაქვს, დაგაჯარიმებენ დანის ტარების გამო. მას არ აქვს მორალური უფლება ვინმე დააჯარიმოს დანის ტარების გამო, რადგან მისმა შვილმა 25- სანტიმეტრიანი დანა გამოიყენა. მე ვითხოვ მის სამსახურიდან გათავისუფლებას. მინისტრმა გულდასმით მომისმინა და შემპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა. მე მჯერა, რომ საჩემოდ გაერკვევა სიტუაციაში", - განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ლადო გრიგალაშვილის მამას გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია და მისი მოთხოვნა მხოლოდ მორალური კუთხით არის განპირობებული.

 

ამავე თემაზე