2018-10-10 11:05:45
ბულგარელი ჟურნალისტის მკვლელი გერმანიაში დააკავეს

ბულგარელი ჟურნალისტის ვიქტორია მარინოვას მკვლელი გერმანიაში დააკავეს. მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქვეყანა დატოვა. ინფორმაცია ბულგარეთის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა. მისი თქმით, 1997 წელს დაბადებულ დაკავებულ მამაკაცს სევერინ კრასიმიროვი ჰქვია, მას დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი გაუპატიურებასა და მკვლელობაში. მამაკაცი უახლოეს დროში გერმანიაში სასამარტლოს წინაშე წარსდგება, რის შემდეგაც მოხდება მისი ბულგარეთში ექსტრადირება. გენპროკურორის თქმით, მკვლელობა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება.

ამავე თემაზე