2018-10-10 10:55:57
აშშ-მ კიპროსზე სამხედრო ბაზა დაკეტა

აშშ-მ კიპროსზე თავისი საჰაერო-სამხედრო ბაზა გააუქმა, რომლის შესანახადაც  71 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ABC ავრცელებს. ბაზაზე 40 სამხედრო და 5 ვერტმფრენი იყო დისლოცირებული. სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის აპარატმა დაადგინა, რომ ბაზა სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი დეპარტამენტის თანხმობის გარეშე იყო გახსნილი. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ბაზის დანიშნულებასა და თანხების მიზანშეწონილებას აღწერს. ბაზა შექმნილი იყო ლიბიიდან ამერი დიპლომატების სასწრაფო ევაკუაციის განხორციელების მიზნით. 

ამავე თემაზე