2018-10-10 10:34:08
კენიაში ავტოავარიის გამო 42 ადამიანი დაიღუპა

კენიის დასავლეთით სამგზავრო ავტობუსის ავტოკატასტროფის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა და 12  დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.  სამგზავრო ავტობუსი რეისს ნაირობიდან ქალაქ კისუმუს მიმართულებით ახორციელებდა. დაღმართზე ჩასვლის დრო ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გაარღვია დამცავი ჯებირი და 20 მეტრის სიმაღლის ხრამში გადავარდა.

 

ამავე თემაზე