სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-10-10 10:13:31
პოროშენკომ ჩერნიგოვში სამხედრო საწყობში ხანძრის გაჩენაში რუსეთი დაადანაშაულა

ჩერნიგოვის ოლქში სამხედრო საწყობში ხანძრის გაჩენის ძირითად ვერსიად რუსული დივერსია განიხილება. "რუსეთის საზღვართან სიახლოვის გათვალისწინებით უკრაინის უსაფრთხოება და სამხედრო პროკურატურა ძირითად ვერსიად დივერსიას განიხილავს."-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. მან ასევე არ გამორიცხა უსაფრთხოების ნორმების დარრვევები საწყობში და სპეციალურად მოწყობილი ხანძარი, რათა დაფარული ყოფილიყო სამხედრო შეიარაღების დანაკარგი.

ამავე თემაზე