2018-10-10 01:43:37
რუსეთმა ლიბიაში ГРУ- ს სპეცრაზმი და С-300 გადაისროლა-The Sun
რუსეთი ხალიფა ხაფტარანის სამხედრო მხარდაჭერას ახორციელებს, წერს ბრიტანული გამოცემა. მოსკოვი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. რუსეთმა ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურის გენერალ ხაფტარანის მხარდასაჭერად გენშტაბის მთავარი სამართველოს (ГРУ) რამდენიმე ათეული სამხედრო გააგზავნა. გენერალი ლივიის აღმოსავლეთს აკონტროლებს და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ლიბიის მთავრობის მოწინააღმდეგეა. რუსეთმა გენერალს მძიმე სამხედრო ტექნიკაც გადასცა. რუსეთმა ლიბიის ჩრდილოეთ აღმოსავლეთით ქალაქებში ბენჰაზასა და ტორბუქში სამხედრო ბაზები შექმნა. ორივე ბაზას "კერძო სამხედრო კომპანია-ვაგნერი" აკონტროლებს. გაზეთ The Sun- ის ცნობით ბრიტანეთის დაზვერვამ პრემიერ მინისტრს ტერეზა მეის ინფორმაცია მიაწოდა, რომ რუსეთი ლიბიის ახალ სირიად გადაქცევას ცდილობს. მოსკოვი ამით ევროპაში ახალ მიგრაციულ კრიზისს შექმნის. მოსკოვი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რუსი დეპუტატები ცნობას გაზეთის ფანტაზიას უწოდებენ.
ამავე თემაზე