2018-10-09 13:14:48
კრიმინალთან ბრძოლაში მიღწევებს ვერ ექნება ფასი, თუ არ დავიცავთ ადამიანის უფლებებს - გახარია

ვერანაირ მიღწევებს კრიმინალთან ბრძოლაში ვერ ექნება ფასი, ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის ის სტანდარტი, რომელიც დღეს გვაქვს და თუ არ ავამაღლეთ ის - განაცხადა შს მინისტრმა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9- თვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციაზე 

"ეს შეფასებები მოგვცემს საშუალებას თქვენთან ერთად, აქტუალური თემები განვსაზღვროთ მომავალი 2019 წლისთვის. მოგეხსენებათ, რომ შსს-ში მიმდინარეობს რეფორმების ნუსხა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რომლებიც მოიცავს შინაარსობრივ რეფორმებს, სტრუქტურულ რეფორმებს და რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც უნდა შექმნას ჩარჩო შსს-სა და პოლიციის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ამ რეფორმების პირველი ნაბიჯი გახლდათ სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის რეფორმა. ეს არ იყო შემთხვევითი. ჩვენ მაშინაც ვთქვით და დღესაც სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ძალიან მკაფიოდ და კარგად გვესმის, არანაირ წარმატებებს, ვერანაირ მიღწევებს კრიმინალთან ბრძოლაში ვერ ექნება ფასი, ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის ის სტანდარტი, რომელიც დღეს გვაქვს და თუ არ ავამაღლეთ, რაც მთავარია, ეს სტანდარტი. ამიტომ, როგორც წინაპირობა ყველა სხვა რეფორმის დაწყების და შედეგების მიღწევის, ჩვენ შევქმენით ეს დეპარტამენტი და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული ნაბიჯი", - განაცხადა გიორგი გახარიამ

 

 

ამავე თემაზე