2018-10-09 12:06:33
"ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ იმათაც რომ გამოესროლათ?!...ზანგი რო იყო“ - გორის მერი 2008 წლის ომზე (ვიდეო)

"ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ" - ეს განცხადება გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, 2008 წლის ომზე საუბრისას გააკეთა. თავზარაშვილმა ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა და განცხადება დევნილებთან შეხვედრაზე გააკეთა:

„ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლებოდა აქედან რომ ისვრი იქიდანაც გამოგიშვან საპასუხოდ. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ ხომ? ჩვენ მერე მეორე დილით გავიგეთ,რომ გავიღვიძეთ რვაში ეს რა ხდებოდა, დაიწყო... კაციშვილმა არ ვიცოდით. თქვენ არ იცოდით ჰოო. ამაზე კითხვას რომ უსმევთ, იმათაც რომ გამოესროლათ ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ ,იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა?!...“ – ამბობს მოსახლეობასთან შეხვედრისას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

შეხვედრისას თავზარაშვილმა რასისტული განცხადებაც გააკეთა და აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი "ზანგად" მოიხსენია.

თავზარაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ვიდეო, სადაც გორის მერი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, ტელეკომპანია "თრიალეთმა" გაავრცელა.

 

ამავე თემაზე