2018-10-08 18:46:49
დანაშაულებები, რომლებიც უკავშირდება საფინანსო დარღვევებს, არა ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში დაიწყო, არამედ 2016 წლის თებერვალსა და მარტში - იზორია 

თავდაცვის მინისტრი აუდიტის სამსახურის დასკვნას და წინამორბედის ბრალდებებს პასუხობს ჟურნალისტებმა ლევან იზორიას ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

"დანაშაულებები, რომლებიც უკავშირდება საფინანსო დარღვევებს, არა ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში დაიწყო, არამედ 2016 წლის თებერვალსა და მარტში. საუბარია 100 ათასობით ლარის გადარიცხვაზე, ადამიანებზე რომლებიც გათავისუფლებულები იყვენენ. პირიქით ჩვენი ოპერატიული მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენ დანაშაულებების გამოვლენა დავიწყეთ, მათ შორის დანაშაულებების, რომლებიც ჩემი წინამორბედის პერიოდშია დაწყებული“-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამავე თემაზე