სამართალი
თავდაცვა
2018-10-08 16:43:02
ტყვია-წამლით უკანონო ვაჭრობა - იზორია ამბობს, რომ ტყია-წამალი სანადიროდ გამოიყენებოდა

თავდაცვის მინისტრი ტყვია- წამლით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ლევან იზორიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ტყია-წამალი სანადირო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

ლევან იზორია ამბობს, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის გამოც თავდაცის უწყებამ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. 

„S ტიპის იარაღი გამოიყენება მათ შორის სანადირო იარაღით, რომელსაც ის ფლობდა, ეს დაამტკიცა  არა იზორიამ, არამედ ბალისტიკურმა ექსპერტიზამ. ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვფლობდით რა ოპერატიულ ინფორმაციას ვაკვირდებოდით და შემდგომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოპერატიულ საგამოძიებო  მოქმედებების საფუძველზე მივიღეთ უტყუარი მტკიცებულებები და სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე ნებართვა კონკრეტულ ჩხრეკაზე ასე რომ ამოვიღეთ, ის რაც იყო გატანილი. ჩვენ გამოვავლინეთ ჯერ რაც იყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და კონკრეტული ბრალეული პირები კონკრეტული  მტკიცებულებების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად უნდა გამოვლინდეს შესაძლოა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და შესაბამისი რეაგირებაც გვექნება,“-განაცხადა ლევან იზორიამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით  3 სამხედროა დაკავებული 

ამავე თემაზე