2018-10-08 16:35:24
"...რაღაც არ მახსოვს მისი ხმა ფაშიზმის წინააღმდეგ... გაჩუმებაც ხელის დაფარება ხომ არ არის, ბატონო ირაკლი?!"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას არასამთავრობოებთან, ნიკა გვარამიასთან და ფაშიზმთან დაკავშრებით, ნინო ბურჯანაძე ეხმაურება და 26 მაისის აქციას იხსენებს. ბურჯანაძე ამბობს, რომ იმ პერიოდში ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, თუმცა მისი განცხადება არავის ახსოვს

„ეს ძალიან სასაცილოა! ან დამოუკიდებელ კანდიდატს ნუ ეძახით სალომე ზურაბიშვილს და აღიარეთ, რომ თქვენი კანდიდატია, ან დალაგებული და დამშვიდებული სახეებით გააგრძელეთ კამპანია და წინასწარ შედეგების დაწერას თავი დაანებეთ

არასამთავრობოები ანგელოზები არ არიან, მათაც აქვთ პლუსები და მინუსები, როგორც ნებისმიერ სტრუქტურასა და რგოლს. პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი გამწარებული სახით გამოსვლა არ მახსოვს, თუმცა ის ადრე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მამა მონაწილეობდა 26 მაისის აქციებში. რაღაც არ მახსოვს მისი ხმა ფაშიზმის, ძალადობის, დარბევის წინააღმდეგ გამოხატული. გაჩუმებაც ხელის დაფარება ხომ არ არის, ბატონო ირაკლი?!" - მიმართა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

 

 

ამავე თემაზე