2018-10-08 16:28:56
"ირაკლი კობახიძე არის ქართული ოცნების მაია ნადირაძე"

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა, პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და ირაკლი კობახიძეს, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ დეპუტატს, მაია ნადირაძეს ადარებს:

"ირაკლი კობახიძე არის ქართული ოცნების მაია ნადირაძე. რატომ იცით? თავის დროზე მაია ნადირაძემ თქვა ესეთი ისტორიული ფრაზა 2005 წელი იყო ალბათ- ეხლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, როცა თქვენ იქნებით, რაც გინდათ ის გააკეთეთ... ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ორივე არის ავტორიტარული ფილოსოფიის მქონე პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაკი ხელისუფლებაში არიან, მათი უნდა იყოს ამ ქვეყანაში ყველა ტელევიზია, ყველა არასამთავრობო, ყველა ბიზნესი, ყველაფერს თვითონ უნდა აკონტროლებდნენ. ეს არის ავადმყოფური ფილოსოფია" განაცხადა კახა კუკავამ "ტვ პირველის" ეთერში. გადაცემა "დღის ამბებში" საუბრისას

ამავე თემაზე