2018-10-08 15:04:55
"მე არ ვიყავი მათ მიერ დაცული, როცა დამარქვეს რაცისტი და ქსენოფობი" - ზურანიშვილი NGO-ებზე

სალომე ზურაბიშვილი იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას ნიკა გვარამიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშრებით და ამბობს, რომ მას ამ საკითზე უკვე ჰქონდა შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სადაც მათ ინფორმაცია მიაწოდა.

"მე უკვე გავაკეთე ჩემი კომენტარები ნიკა გვარამიას პოსტზე. სხვათაშორის, ამის შესახებ ელჩებთან მქონდა ორი შეხვედრა, სადაც გავაცანი ტექსტი, რომელიც არ არის საკადრისი ტელევიზიის გენდირექტორისგან საარჩევნო კამპანიის დროს ასე მიმართოს რომელიმე კანდიდატს. ასევე გამოვთქვი ჩემი მწუხარება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც მომავალში დამჭირდება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა როგორც პრეზიდენტს და როგორც ყველას უფლებების დამცველს, ამ შემთხვევაში, მე არ ვიყავი მათ მიერ დაცული, როცა ზღვა ცილისწამების და ლაძღვის წამოვიდა ჩემზე. პირადად სახელით და გვარით დამარქვეს რაცისტი და ქსენოფობი, რაც არის შეურაცხყოფა არამხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოვადგენდი 30 წლის მანძილზე, რომელმაც ღისების ორდენი მომცა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 

ამავე თემაზე