2018-10-08 12:56:09
"კომიკურ სახეს იძენს" - კობახიძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე

საზოგადოება თავად ხედავს, რამდენად კომიკურ სახეს იძენს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ზაზა ოქუაშვილი აპირებს, ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლოში უჩივლოს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ასეთ კითხვაზე სერიოზულ პასუხს ვერ გასცემს.

„არ ვიცი, რამდენად სწორია, ამ კომიკურ ქეისზე ზოგადად პასუხების გაცემა, საზოგადოება თავად ხედავს, რამდენად კომიკურ სახეს იძენს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. როდესაც კიდევ ხდება რაღაც ახალი, ე.წ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მუდმივად გვეუბნებიან, რომ ეს არის ყველაზე მძიმე ჩანაწერი, ყველაზე რთული ჩანაწერი, ამ დროს არაფერი არ ხდება. აქედან გამომდინარე, ასეთ კითხვებზე ჩვენ სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ამავე თემაზე