2018-10-08 10:41:20
პაატა ბურჭულაძის მეუღლეს სასამართლოში დღეს დაკითხავენ

პაატა ბურჭულაძის მეუღლეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ელოდებიან. თავდაპირველად ბურჭულაძის მეუღლე გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ ანგელა ვასილენკო ქვეყნიდან გადიოდა, პროცედურის ჩატარება 8 ოქტომბრისთვის უკვე სასამართლოში გადაწყდა

მე დიდი ხანი მინდოდა ამეხსნა პროკურატურისთვის ჩემი მოვალეობები ფონდში. მე 2014 წლიდან ფონდის საორგანიზაციო საკითხებში ვარ ჩართული. მეხებოდა ფონდის სამხატვრო მიმართულება. ეს იყო საკმაოდ რთული სამუშაო, რადგან ხელოვანების მოწვევა და აქ ჩამოყვანა არც ისე მარტივია. მე ვმუშაობდი მათ ჩამოყვანაზე და ეს ყველაფერი იყო საქველმოქმედო ხასიათის და სწორედ ამ ყველაფერზე ვაპირებ დღეს მე სასამართლოში ვისაუბრო,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძის მეუღლემ. 

ფონდ "იავნანას“ წინააღდეგ გამოძიება თანხების გაფლანგვისა და მითვისების მუხლით ორი წლის წინ დაიწყო, რის გამოც ფონდი დღემდე სრულფასოვანად ვეღარ ფუნქციონირებს.

ამავე თემაზე