2018-10-08 01:13:04
“ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ?-- არა” - პროფესორო კინტრაია

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც "ოცნების" მზარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს 20 000 ლარი შეწირა ფეისბუქის საკუთრ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამიკავშირდა, ისინი ვისაც ჩემზე გული შეტკივა და მაფასებს .მათ შორის ისეთებიც ძალიან დიდი ხანი რომ არ მინახავს. მათ მიერ დასმული კთხვები გავაერთიანე და მინდა ყველას ერთად გავცე პასუხი

1. პრეზიდენტის არჩევნებზე ვაპირებ მისვლას?--ვაპირებ

2. ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ?-- არა

3. ვის მივცემ ხმას?-დაველოდები საარჩევნო კომპანიის დამთავრებას და მერე გადავწყვეტ. ჯერ დრო ბევრია

4. ამას გულწრფელად ვამბობ?-დიახ

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ სტატუსს ჩემი მეგობრებისთვის ვწერ. გამგები გაიგებს. ვინც  ვერ გაიგებს  კიდე,  ყველას შეგე წიოთ უფალი." წერს კინტრაია.

ამავე თემაზე