2018-10-05 14:36:42
პრეზიდენტის მიერ ლევან ყიფიანზე გაკეთებული განცხადების კონტექსტი გაუგებარი იყო - ბესელია

პრეზიდენტის მიერ ლევან ყიფიანზე გაკეთებული განცხადების კონტექსტი გაუგებარი იყო - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. 

ეკა ბესელია გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ლევან ყიფიანს თანამებრძოლებმა ზურგი შეაქციეს.

„საერთოდ ვერ გავიგე ვის გულისხმობდა პრეზიდენტი. საერთოდ ვერ გავიგე ამ განცხადების კონტექსტი, რადგან ვისზე საუბრობდა, ვინ განდევნა, რა განდევნა. ლევან ყიფიანი განმარტებებს აკეთებს იმ საქმეზე, რომელიც არ შეიძლება მე ან თქვენ იცოდეთ. მან იცის და ყვება რა მოხდა, ამიტომ ამ განცხადებების შემდეგ უნდა გაკეთდეს დასკვნა გამოძიების მხრიდან და უნდა იყოს გამოძიებული. არ ვიცი, ვის გულისხმობდა, ვინ გარიყა, ან ვინ დააფარა ხელი. მგონია, რომ პრეზიდენტის საუბრის კონტექსტი ძალიან გაუგებარი იყო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე