2018-10-05 14:30:57
რა მორალური უფლება აქვს გვარამიას, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები საზოგადოებიდან განდევნოს - ბესელია 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია, სამაუწყებლ კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებას ეხმაურება. 

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ უნდა შეავიწროვონ ყველა, ვინც მხარს უჭერს, აფინანსებს ან სხვაგვარად ეხმარება სალომე ზურაბიშვილს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ნიკა გვარამიას არ აქვს მორალური უფლება , რომ საზოგადოებიდან განსადევნი პირების სია გააკეთოს. 

„ვინ არის ეს ადამიანი თავისი ბიოგრაფიით და თავისი წარსული საჯარო საქმიანობით, რომ საზოგადოებიდან განდევნოს ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერენ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანის არანორმალურ განცხადებებსა და კომენტარებს საერთოდ არც კი უნდა ვპასუხობდეთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე