2018-10-05 12:14:28
კალაძე, ივანიშვილს და მისი ძმის მაფიოზურ კლანს გადაწყვეტილი აქვს, სალომე ზურაბიშვილი გაიყვანოს პრეზიდენტად - სამადაშვილი

კალაძე, ივანიშვილი, მისი ძმა, ეს არის ის მაფიოზური კლანი - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა. 

სამადაშვილი ივანიშვილის ძმის მიერ, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის თანხის შეწირვას გამოეხმაურა. 

„კახი კალაძე, ბიძინა ივანიშვილი, მისი ძმა, ეს არის ის მაფიოზური კლანი, რომელიც მართავს ქვეყანას, ამ დაჯგუფებამ გადაწყვიტა,  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% არ სურს იხილოს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, მმართველმა კლანმა გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად ამისთვის არ იშურსებს არც ფინანსურ რესურსებს, არ დაიშურებს არც ადმინისტრაციულ რესურსს და შეეცდება თავს მოგვახვიოს ადამიანი, რომელსაც მხარდაჭერა არ აქვს,"-ამბობს სალომე სამადაშვილი.

ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის საწარმოებლად, 45 ათასი ლარი გადაურიცხა.

ამავე თემაზე