2018-10-05 11:43:59
ექიმები, დეველოპერები და სხვა ბიზნესმენები - ვინ არიან სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემომწირველები? -"ენმ"-დან ზურაბიშვილამდე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 1-3 ოქტომბერს, ჯამში, მილიონამდე ლარი შესწირეს. ზურაბიშვილისთვის ათეულობით ათასი ლარი არაერთი ქართული კომპანიის მენეჯერმა თუ მეწილემ გაიღო.

  1. ზურაბ დარახველიძე, 50 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 60 ათასი ლარი. არის მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის სამეანო განყოფილების უფროსი;
  2. გიორგი თავბერიძე, 20 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 40 ათასი ლარი;
  3. რევაზ სულუხია, 10 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 40 ათასი ლარი; მეან–გინეკოლოგი, ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი;
  4. ბონდო ომიანაძე, 60 ათასი ლარი – ბიზნესმენი, ფლობს წილებს ელექტროსამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში შპს ელექტრო მონტაჟ სერვისი, ასევე შპს კოსოში;
  5. გოჩა იაკობაშვილი, 30 ათასი ლარი – “ქართულ ოცნებას” 2016–2017 წლებში, ჯამში, 70 ათასი ლარი შესწირა. იაკობაშვილი სამშენებლო-სარემონტო კომპანიებში ფლობს წილებს;
  6. პალიკო კინტრაია, 10 ათასი ლარი – 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” შესწირა 60 ათასი ლარი. მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
  7. ნიკოლოზ კინტრაია, 20 ათასი ლარი – 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” შესწირა 100 ათასი ლარი. მეან-გინეკოლოგი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი; 
  8. დავით შენგელია, 60 ათასი ლარი – 2012 წლის აგვისტოში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 60 ათასი ლარი, 2017 წელს კი “ქართულ ოცნებას” – 55 ათასი ლარი; არის ბიზნესმენი, შპს “კასა ჯის” დირექტორი, ასევე კომპანია “ქლინ ვორდის” პარტნიორი, “კაპაროლ ჯორჯიას” წარმომადგენელი და ა.შ
  9. სერგო გალუსტიანი – 60 ათასი ლარი; 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 40 ათასი ლარი; კომპანია “Llc Mega B”-სა და  შპს ად მედიას დირექტორი, ასევე შპს ედ სპრეისისა და შპს პრინტ ვიჟენის პარტნიორი; 
  10. ვახტანგ შელია, 10 ათასი ლარი – 2016 წელს “ქართულ ოცნებას” შესწირა 30 ათასი ლარი;
  11. გიორგი ქსოვრელი, 60 ათასი ლარი – 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 60 ათასი ლარი; შპს სიფუდის ხელმძღვანელი, ასევე შპს სიფუდ გრუპის დირექტორი და შპს Food Import-ის პარტნიორი;
  12. ირაკლი ცეკვაშვილი – 60 ათასი ლარი; შპს აისპბერგ ფოთის დირექტორი;
  13. ნატა ყაზახაშვილი – 50 ათასი ლარი; 2016 წლის 9 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, არის ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი;
  14. გიორგი თანანაშვილი – 60 ათასი ლარი; კომპანიების – მედ ბათუმი, ველს მენეჯმენტი, ელიტ-ვეძისი, რივერსაიდ დიღომი, სქაი თაუერსი – დირექტორი;
  15. ნიკა მერაბიშვილი – 60 ათასი ლარი – შპს-ების ლი-მე-ფო, მობი-კოფეინი, დემაქს გრუპი, დემაქს შროშა, ენ გრუპი ონიაშვილზე – დირექტორი;
  16. ვლადიმერ სტეფანიანი – 60 ათასი ლარი; 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 2 500 ლარი; სამშენებლო კომპანია “ბაკურიანი ბიზნეს გრუპისა” და შპს კრისტალსერვისის დირექტორი და პარტნიორი;
  17. ავთანდილ გულიკაშვილი – 60 ათასი ლარი; 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა 18 ათასი ლარი, 2017 წელს კი, “ქართულ ოცნებას”- 50 ათასი ლარი.

 გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მსხვილ შემომწირველთა სიაში არიან ბიძინა ივანიშვილი ძმა  ალექსანდრე ივანიშვილი 45 000 ლარით და თბილისის მერი კახა კალაძე 50 000 ლარით

ამავე თემაზე