2018-10-04 19:38:54
"ომეგას" თანამშრომელი პოლიციაშია გადაყვანილი - მორიგი საგანგებო განცხადება (ვიდეო)

ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი საგანგებო განცხადება გააკეთა. ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით "ომეგა ჯგუფის" ერთ ერთი თანამშრომელი რომელიც იბერია-ომეგას საქმეში ლევა ყიფიანის ეპიზოდში ფიგურირებს,პოლიციაშია გადაყვანილი. ხუზმიაშვილის ინფორმაციით, საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ უბედურ შემთხვევას. იბერიაში ამ საკითხის ახლა გააქტიურებას, მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ იბერიასა და იმეგას თითოეული თანამშრომელი საფრთხეშია.

"იბერია" არასამთავრობო სექტორს, უფლებადამცველებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. იმ შემთხვევაში თუ მათზე რაიმე სახის პროვოკაცია განხორციელდება, სრულ პასუხისმგებლობას ისინი ხელისუფლებას აკისრებენ.

ამავე თემაზე