ეკონომიკა
2018-10-04 15:58:17
ზურაბიშვილი - 15.20%; ჯაფარიძე - 13.27 %; ვაშაძე - 11.57% - კვლევა "გირჩის" დაკვეთით

წინასაარჩევნო კვლევეს აქვეყნებს "გირჩი".  JUD-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ზურაბ ჯაფარიძეს მოსახლეობის 13.27 % აძლევს ხმას, ხოლო მეორე ტურში ხელისუფლების მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიცურ კანდიდატებთან მარცხდება.

გირჩისთვის კომპანია JUD-ის მიერ მომზადებული კვლევის შედეგი ასეთია:

სალომე ზურაბიშვილს ხმას 15.20% მისცემს;

"გირჩის" კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს ხმას ამომრჩველთა 13.27 % მისცემს.

"ძალა ერთობაშიას" კანდიდტ გრიგოლ ვაშაძეს მხარს 11.57% უჭერს;

"ევროპული საქართველოს" კანდიდატს დავით ბაქრაძეს ამომრჩევლის 9.41% მისცემდა ხმას

შალვა ნათელაშვილს მხარს 2.70% უჭერს;

სხვა კანდიდატებს ხმას გამოკითხულთა 3% აძლევს;

კვლევა "გირჩის" დაკვეთითა და დაფინანსებით კომპანია JUD-მა ჩაატარა.

ყველას გადახაზვას 11.20% აპირებს;კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1907 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა -96%.

 

ამავე თემაზე
მეორე ტურში ზურაბიშვილი მარცხდება - კვლევა "გირჩის" დაკვეთით
2018-10-04 16:02:51