2018-10-04 15:22:31
უნდა დადგეს როგორც უწყებრივი პასუხისმგებლობა ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა - ნოდარ ხარშილაძე თავდაცვის სამინისტროს სკანდალზე 

თავდაცვის სამინისტროს სკანდალს, ანალიტიკოსები ეხმაურებიან. საუბარია საქმეზე, რომელის მიხედვითაც საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ. დაკავებულია შეირაღებული ძალების 3 სამხედრო, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი თვეების განმავლობაში დამალეს. 

ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს მომხდარის დეტალური გამოძიება. მათ შორის გაირკვეს ვინ და რატომ მალავდა მომხდარს. 

"უნდა გაირკვეს იყო ეს დაბალ დონეზე გაკეთებული თუ ვინმე მფარველობდა. ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ სისტემაში იყო თუ არა პრობლემა. სისტემა აძლევდა ამის საშუალებას თუ არა . ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დადგეს როგორც უწყებრივი პასუხისმგებლობა ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ყველაფერი ძალიან დეტალურად არის გასარკვევი,"-განაცხადა ხარშილაძემ. 

ამავე თემაზე