სიახლეები
პოლიტიკა
თავდაცვა
კრიმინალი
2018-10-04 15:17:23
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ენიჭება მინისტრს - ბათუ ქუთელია თავდაცვის სამინისტროს სკანდალზე 

თავდაცვის სამინისტროს სკანდალს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია ეხმაურება. 

საუბარია საქმეზე, რომელის მიხედვითაც საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ. დაკავებულია შეირაღებული ძალების 3 სამხედრო, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი თვეების განმავლობაში დამალეს. 

ბათუ ქუთელიას განცხადებით, თუ ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ამაში ჩართული იყო სისტემის რამდენიმე რგოლი, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არის სერიოზული და ეს გაართულებს ურთიერთობას ნატოსა და შეერთებულ შტატებთან. 

ქვეყნის მთავარ ძალოვან სამინისტროში კონტროლის არარსებობის შესახებ სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც საუბრობენ.

„როდესაც არის სერია კორუფციული თუ კრიმინალური საქემეებისა, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძლების გამართულ მუშაობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ენიჭება, პირველ რიგში, მინისტრს და შემდეგ საქართველოს მთავრობას. იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც ქვეყანას მართავს, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს,“- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.

ამავე თემაზე