2018-10-04 15:06:49
"თავდაცვის სამინისტროში ყველაფერი მოსულა" - ხიდაშელი ტყვია-წამლის უკანონო ვაჭრობის ფაქტს ეხმაურება და იზორიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს 

ის რასაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროში ყველაფერი მოსულა - ეს განცხადება, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, უწყების მორიგ სკანდალთან დაკავშირებით გააკეთა. 

თინა ხიდაშელი უწყების თანამშრომლების მხრიდან ტყვია-წამლის უკანონო ვაჭრობის ფაქტს გამოეხმაურა. 

საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ. დაკავებულია შეირაღებული ძალების 3 სამხედრო, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს. 

ხიდაშელი ამბობს, რომ არაერთი სკანდალი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მოხდა, საფუძველია იმის, რომ დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. 

„ეს ძალიან მძიმე შემთხვევა, ალბათ, ყველა იმ დღემდე უკვე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყებაში სკანდალი და უხერხული მოვლენა მოხდა. იმის გამო, რომ ორი წელია, უწყვეტ რეჟიმში სკანდალიდან სკანდალამდე ვცხოვრობთ თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. არ შეიძლება ყოველ ორ კვირაში ერთხელ მორიგი სერიალის გმირი იყოს თავდაცვის მინისტრი იმიტომ, რომ ეს ძალიან მძიმედ აისახება შემდეგ მრავალ ათას ადამიანზე, რომელიც იქ არის დასაქმებული. რასაც ვაკვირდებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნათლად აჩვენებს, რომ თავდაცვის სამინისტროში უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ „ყველაფერი მოსულა.“ ან საერთოდ მოშლილია კონტროლის სისტემა, ან მიშვებულია.

"ლევან იზორიას თავდაცვის სამინისტროში მისვლა იყო ძალიან ცუდი მესიჯი, ცუდი გზავნილი უწყებისთვის, რომ შესაძლებელი იყო, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. მთელი ეს სკანდალები, სისხლის სამართლის დანაშაულები, რომელიც ამის შემდეგ ხდება, ფულის გაფლანგვა, დასკვნები, რომელსაც აუდიტის სამსახური დებს, არაფერი ჩემთვის არ არის გასაკვირი. ამაზე მისი დანიშვნის პირველ დღესვე ვსაუბრობდი,“- განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.

ამავე თემაზე