2018-10-04 13:26:05
"ყიფიანი ძალიან დიდ გაუგებრობაშია...ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს, შეშინებულია, დამნაშავეა..."

მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი - ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს, შეშინებულია, დამნაშავეა, რაღაც ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ კორუფციულ გარიგებაში, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ. 

მისი თქმით, პირადად მისთვის ლევან ყიფიანის ემოციური მდგომარეობა არაფრის განმსაზღვრელი არ არის და მნიშვნელოვანია  დადგინდეს, რასათან გვაქვას საქმე რეალურად.

„გუშინდელი განცხადებებისა და გაურკვეველი ჩანაწერების ფონზე უნდა მოვახერხოთ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი ფორმა მიეცეს და არ იყოს ჭორაობის დონეზე. უნდა გავიგოთ ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ არის დამნაშავე და რეალურად რასთან გვაქვს საქმე. არსებული ინფორმაციები ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, პირად შთაბეჭდილებებზე კი ვერაფერს ვიტყვი“ , - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

 

ამავე თემაზე