2018-10-04 11:27:13
„ომეგა ჯგუფის“ მაგალითზე არ შეიძლება საუბარი, რომ საქართველოში არის ზეწოლა ბიზნესზე - ბიზნესომბუდსმენი

„ომეგა ჯგუფის“ საქმე უკვე გადაიქცა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად ოპოზიციური პარტიების ნაწილში და ამ საქმის მაგალითზე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში ბიზნესზე არის ზეწოლა- ამბობს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე:

„მე პოლიტიკურ შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავაკეთებ. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ამ კონკრეტულ მაგალითზე ნამდვილად არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ საქართველოში არის რაიმე ზეწოლა ბიზნესზე. ამის შესახებ გუშინ განცხადებები გაკეთდა ბიზნესსექტორის მხრიდან, როდესაც იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან. თუ დადასტურდება რომელიმე მხრიდან, რაიმე ფორმით კონკრეტულ კომპანიაზე გარკვეული მოქმედებები, ამას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

ამავე თემაზე