2018-10-04 09:59:40
"ახლა უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი და გამოძიებამ დაადგინოს, რა გეგმა ჰქონდა ამ ადამიანს"

“იბერიას” და “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით, ცალსახად გამოჩნდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიის და ბიზნესის საქმიანობებში ჩარევას ადგილი არ აქვს”- ამის შესახებ ჟირნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკავაძემ განაცხადა. 

”მომავალშიც ჩვენი გუნდი დარჩება მედიის დამოუკიდებლობის დამცველად. ასევე შემიძლია გითხრათ ბიზნესზეც. როგორ ხედავთ, ამ ბიზნესში არანაირი დაინტერესება არ შეიძლება ჰქონოდა ხელისუფლებას და არანაირი ჩარევა არ ყოფილი ბიზნესის საზიანოდ, პირიქით, აქ საუბარია იმ ტელევიზიაზე და იმ ბიზნესზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდათ მესაკუთრეებს. ერთადერთი, რაშიც კიდევ რწმუნდება საზოგადოება არის ის, რომ რეალურიად საქმე გვაქვს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობასთან. ამ გადასახადებს ჭირდება გადახდა და ვერ იქნება დაშვებული პრეცენდენტი ქვეყანაში, როდესაც სხვა კომპანიები პატიოსნად იხდიან და მეორე კომპანია გადასახადის გადახდას თავს არიდებს. რაც შეეხება ყიფიანის გამოკითხვას, ვფიქრობ, ახლა უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი და ბოლომდე მოხდეს გამოძიება, ასეთ ორკვირიან ბრალდებაზე და ჩანაწერების სერიებად გამოქვეყნებაზე. პირიქით, ჩვენ პრინციპული მომხრე ვართ, გამოიკითხოს ოქუაშვილი და გამოძიებამ დაადგინოს, რა გეგმა ჰქონდა ამ ადამიანს და რა გეგმასთან გვაქვს საქმე. ამ საქმეში ჩემთვის ნათელია სამი საკითხი, ხელისუფლებისგან მედიის მისაკუთრებას ადგილი არ აქვს, ადგილი აქ აქვს ბიზნესში ჩარევას და ხელისუფლება ბოლომდე პრინციპულად დგას გადასახადების გადახდის პრინციპზე”-განაცხადა თალაკვაძემ.

 

ამავე თემაზე