2018-10-03 20:06:24
"თითქოს სარდაფიდან ეს ეს არის გამოვიდა" - ოქუაშვილი ყიფიანის განცხადებებს ეხმაურება (ვიდეო)

ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანის განცხადებებს ლონდონიდან ეხმაურება. ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ტელეკომპანია "იბერიის"ეთერში ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებთან არანაირი პრობლემები არ აქვს კომპანიას და აბსურდია ის, რომ "ომეგას"  უცხოელ პარტნიორების დავალიანება აქვს:

"სამწუხაროდ დროს ვკარგავთ ჩვენ, დროს კარგავს საქართველო, პარალელურად ყოველ წუთას იძარცვება ბიზნესი, ჩვენი ჯიბეები და იხშობა ჩვენი აზროვნება იმიტომ, რომ დავხარჯოთ დრო და ვუსმინოთ ყიფიანს, რომელიც თითქოს სარდაფიდან ეს ეს არის გამოვიდა, მის აბსურდებს " აცხადებს ზაზა ოქუაშვილი და ამბობს, რომ მის კომპანიას პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და მაშინდელ ბიზნესომბუდსმენს  

ამავე თემაზე