2018-10-03 12:34:33
„ჩემთვის, რამდენი ჩანაწერიც არ უნდა გავრცელდეს, ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა"

იუსტიციის მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს ეხმაურება. წულუკიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, თავად თემა კი წინასაარჩევნოდ არის გამოგონილი.

„ჩემთვის, რამდენი ჩანაწერიც არ უნდა გავრცელდეს, ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ერთი, რომ ყველა ახალ ჩანაწერზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩანაწერები ემატება იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მიჰყავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხა, რომელსაც ჰქვია დავალიანება ამ კომპანიამ აირიდოს თავიდან და არ გადაიხადოს“-ამბობს თეა წულუკიანი.

ამავე თემაზე