2018-10-03 10:31:17
"ხაზარაძეს და ვახტანგ ბუცხრიკიძეს აუცილებლად მოუწევთ თავის დახრა"

 ადრე თუ გვიან ხაზარაძეს და ვახტანგ ბუცხრიკიძეს აუცილებლად მოუწევთ თავის დახრა- აცხადებს "ომეგას" ერთ ერთი დამფიძნებელი ნატო ჩხეიძე თი ბი სი ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებების კომენტირებისას:

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მამუკა ხაზარაძე თავის თავზე საუბრობდა. ტყუილი ნამდვილად არ არის კარგი. მით უმეტეს, როცა არსებობს დოკუმენტები და ეს დოკუმენტები გამხელენ. ადრე თუ გვიან ხაზარაძეს და ვახტანგ ბუცხრიკიძეს აუცილებლად მოუწევთ თავის დახრა და თქმა იმისა, რომ ან ვინმემ დაავალა და იმიტომ ჩაიდინეს ეს უკანონობები, ან თავიანთი ინიციატივით დაარღვიეს ის კანონები, რაც ეროვნულმა ბანკმა დაუწესა”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, თიბისი ბანკში ზაზა ოქუაშვილის განცახდებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს. ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა ეკა ეგუტიამ განაცხადა, რომ ოქუაშვილის მიერ დასახელებული ტრანზაქცია სამუშაო საათებში განხორციელდა და კომპანიის მენეჯმენტზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
 

ამავე თემაზე