2018-10-03 10:30:11
„მიმდინარეობს გამოძიება" - პრემიერი გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე

პრემიერი ბოლო დღეებში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებზე გაჩენილ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„მიმდინარეობს გამოძიება. იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერებში, აქვთ უფლება, საგამოძიებო ორგანოებს, ისევე როგორც საზოგადოებას, მიაწოდონ სრული ინფორმაცია. იმისთვის, რომ ყველა კიდევ ერთხელ კარგად დარწმუნდეს თუ რასთან გვაქვს საქმე. ასევე მე გავაკეთე კომენტარი უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომელიც უკავშირდება იმ საკითხს, რომ ცდილობენ დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი,“-აცხადებს პრემიერი.

ამავე თემაზე