2018-10-03 10:12:08
"რობოტული უტიფრობა... საქართველოს პარლამენტს ასეთი სამარცხვინო თავმჯდომარე არ ჰყოლია" (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტს ასეთი სამარცხვინო თავმჯდომარე არ ჰყოლია - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. 

„ბატონი კობახიძე განსაკუთრებულია თავისი რობოტული უტიფრობით, კაცს ნერვი არ უტოკდება, ისე ლაპარაკობს, თან რაზეც გინდა და როგორც გინდა,“ - განაცხადა ბობოხიძემ

„ბიძინა ივანიშვილს, წმინდა ქუჩური მიდგომებით, მართლა გულწრფელად უკვირს, რომ მან ამოდენა საჩუქარი გაუკეთა ოქუაშვილს და ის არ უბრუნებს და ის არ არის თანახმა იმაზე, რომ წილები დათმოს,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

მან 2008 წლის აგვისტოს ომის რეზოლუციაზეც ისაუბრა და ახსნა, რატომ ვერ მოხერხდა მისი გატანა. 

ამავე თემაზე