2018-10-02 21:47:41
ივანიშვილს არავისთვის უთქვამს, “პატრიოტთა ალიანსი” დააფინანსეო - ინაშვილი ოქუაშვილის განცხადებაზე

ივანიშვილს არავისთვის უთქვამს, “პატრიოტთა ალიანსი” დააფინანსეო - ეს განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა. 

ინაშვილი ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ივანიშვილი "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებას სთხოვდა.

ირმა ინაშვილი განცხადებას სიცრუეს უწოდებს. 

“ამას პირდაპირ ვეუბნები ტელემაყურებელსაც და ბატონ ზაზასაც. ეს არ არის სიმართლე. დარწმუნებული ვარ ივანიშვილი არც ოქუაშვილს და არავის ეტყოდა მიდი და “პატრიოტთა ალიანსი” დააფინანსეო. ქალბატონმა ნატომ არჩევნებამდე გვითხრა, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი მას ეუბნებოდა, არ გაეკარო “პატრიოტებსო”. მას ჰკითხეთ, ჩემთვის გვარი არ დაუსახელებია”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
 

ამავე თემაზე