2018-10-02 21:41:28
შეშინებულები საუბრობენ იმას, რაც ისევ გახარიამ დაავალა - ოქუაშვილის განცხადება

შეშინებულები საუბრობენ იმას, რაც ისევ გახარიამ დაავალა - ამ განცხადებას, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აკეთებს.

ზაზა ოქუაშვილი TBC-ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც არასამუშაო დროს, ერთი დღის დაარსებულ კომპანიაზე 4 მილიონი დოლარის გაცემას, სიცრუე უწოდა. 

„მე თანავუგრძნობ ბანკს და ყველა იმ ხალხს, ვისაც არა აქვს ძალა, რომ სიმართლე თქვას, ვისაც ეშინია. ვნახე ხაზარაძე, რომელიც ახერხებს, მართლა ახსნას ტყუილებით. არც ბანკმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა. სამწუხაროდ, შეეშინდათ. ხაზარაძე და ბუცხრიკიძე ნახეთ, იმ დღეს, ბოლოს და ბოლოს, ბორჯომში იყვნენ და სირბილით ჩამოიყვანეს ბორჯომიდან. თქვან ჩემმა ბიჭებმა, რომ ე.ი. შემოვიდნენ ორივე ერთად, ვიღაც ახლდათ კიდევ. მერე ჩამოვიდნენ და თვითონვე, პირადად, ოპერატორ ნუნუს უთხრეს, რომ თანხა გაცემულიყო. ვერ მოვთხოვთ ყველას გმირობას. შეშინებულები საუბრობენ იმას, რაც ისევ გახარიას დავალებით მიიღეს ტელეფონის ზარით,“ - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ამავე თემაზე