2018-10-02 15:13:32
ჩვენ მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება ივანიშვილისგან და გახარიასგან- ნაცვლიშვილი

პროცესების ფიგურანტი ორი პირისგან - ბიძინა ივანიშვილისგან და გიორგი გახარიასგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას:

„ჩვენ მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება ორი მთავარი ფიგურანტის მხრიდან - ერთი ეს არის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი  და მეორე იმდროინდელი ბიზნეს ომბუდსმენი და ამჟამად შს მინისტრი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს არაფორმალური მმართველობა.

ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან გვესმოდა არაერთი გონივრული ეჭვი საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები კი არ მართავენ, არამედ არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა. არ მგონია, თავად ფიგურანტებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული მათი აღიარების მძიმე შედეგები საქართველოს იმიჯისთვის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე