2018-10-02 14:19:38
შეიძლება სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მდინარაძე NGO-ებზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც მინიმუმ, ძალიან უხერხულ ან სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც ნაჩქარევ და ნაადრევ დასკვნებს აკეთებენ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით.

„საქმე გვაქვს ცალმხრივად ნაწარმოებ ნეგატიურ კამპანიასთან და ამის შეფუთვა ხდება გარკვეული გაუგებარი ჩანაწერებით, რომელთა დაკავშირებითაც გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მონტაჟთან. გამოძიებამ უნდა დაადგინოს გაცილებით მეტი, სრულყოფილი ინფორმაცია და დეტალები, იმასთან შედარებით, რაც დღეს გვაქვს. ამის შემდეგ უფრო დაბეჯითებით შეგვეძლება ამ საკითხზე მსჯელობა და იმ ადამიანებმა, რომელთაც პრეტენზია აქვთ ობიექტურობაზე ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა გააკეთონ განცხადებები,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ამავე თემაზე